გამოვდივარ კლასიდან..
დერეფანში უამრავი ხალხია, ჩემ დაქალებს ვეძებ და თან ტელეფონში ვიყურები რადგან მინდა დავურეკო და მარტივად მოვძებნო ისინი. ვხვდები, რომ ყველა ძალიან უცნაურად იქცევა. მათვალიერებენ, ჩურჩულებენ, ზოგი არც ჩურჩულებს და ხმამაღლა ამბობს ჩემს სახელს და გვარს.
მოგსვლიათ ასეთი რამე ?
მალევე გავარკვიე რომ თურმე ორსულად ვარ!
ჰაჰაჰჰაჰაჰაჰაჰაჰჰაჰაჰაჰაჰჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰჰაჰაჰაჰაჰჰაჰაჰაჰააჰაჰჰაჰაჰაჰჰაჰაჰაჰაჰაჰჰაჰაჰ
ძალიან მიყვარს ესეთი ცხელ-ცხელი ამბები.
თან არც მეტი არც ნაკლები მეოთხე თვეში ვარ.
ღმერთო როგორ მოიგონეს ეს ყველაფერი.
რა ნიჭიერი თაობაა!
მოკლედ ამ თემამ ისე ჩამითრია, გადავწყვიტე ინფორმაცია მომეძიებინა, რატომ ჭორაობენ ადამიანები და აღმოვაჩინე, რომ ეს არც მეტი არც ნაკლები ძააალიან სასარგებლო ყოფილა მეხსიერებისთვის.
ადამიანები შეიძლება ორი მიზეზის გამო ჭორაობდნენ:
ცნობისმოყვარეობის და უსაქმურობის გამო.
მოკლედ, როგორც საკმაოდ გამოცდილი ამ საკითხში მინდა გირჩიოთმ ყველაზე კარგი საშუალებაა ჭორის თავიდან ასაცილებლად, თუ თქვენ ამ ყველაფერს მაქსიმალურად
იუმორში გაატარებთ. ასე თქვენ ნერვებსაც გაუფრთხილდებით და ყველაფერი მალევე დასრულდება. თან პლიუს ამას სამომავლოდ როცა გაიხსენებთ გულიანადაც იცინებთ.
იუმორში გაატარებთ. ასე თქვენ ნერვებსაც გაუფრთხილდებით და ყველაფერი მალევე დასრულდება. თან პლიუს ამას სამომავლოდ როცა გაიხსენებთ გულიანადაც იცინებთ.
არ ინერვიულოთ, სინამდვილეში ადამიანი სხვაზე ისევე ფიქრობს, როგორიცაა თვითონ.
ამიტომ, ჭორი თქვენზე, ფაქტია გამვრცელებელზე !

