თბილი სვიტრით, დიდი ჭიქით, ცხელი ყავით, ლეპტოპით - ფანჯრის რაფაზე ვზივარ და ვფიქრობ რა დავწერო. მინდა თავი გაგაცნოთ, თუმცა არ ვიცი როგორ, მინდა ჩემზე მოგიყვეთ მაგრამ არ ვიცი რა. ამიტომ ვფიქრობ გაცნობის საუკეთესო საშუალება დროა და ამ დროის განმავლობაში აუცილებლათ გამიცნობთ უკეთესად. პირველი პოსტი საინტერესო არასდროს მქონია, არასდროს ვიცი რითი დავიწყო.
პირველი ყველაფერი რთული მაგრამ საოცრად საინტერსოა. მაგალითად პირველი სიყვარული, პირველი სიტყვა, პირველი ნაბიჯი, პირველი კოცნა, პირველი დღე ახალ
გარემოში და რა თქმა უნდა პირველი პოსტი ახალ ბლოგზე!
ერთს გეტყვით ბლოგზე ჩანაწერები პირდაპირ ჩემი პატარა ვარდისფერი დღიურიდან გადმომაქვს. ხელით წერისას უფრო ადვილად ვფიქრობ. ეს ალბათ სიგიჟეა რადგან თუ ოდესმე წიგის დაწერას გადავწყვიტავ ის აუცილებლათ ხელნაწერი იქნება.
ყველანაირად ვეცდები ბევრი პოსტები დავდო. მიყვარხართ გკოცნით ♥
ის გოგო

No comments:
Post a Comment